თარჯიმანი: Ana Berishvili
“შენ ადამიანი არ ხარ.”
“ეგ რას ცვლის?”
The Lovers არის დამოუკიდებელი ანიმაციური ფილმი სარა ლიმ ბაილონის, ზღვის პროდუქტების თავქარიანი შეფ-მზარეულის შესახებ ბინოდოდან, მანილა. როგორც მისი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, რომელიც მართავს რესტორანს, სარა უზარმაზარი ზეწოლის წინაშე დგას, რათა გაამართლოს გარდაცვლილი მამის რეპუტაცია და შეინარჩუნოს ბიზნესი. როდესაც რესტორანში ტარდება ვახშამი გუბერნატორის ინაუგურაციის აღსანიშნავათ, სირენით როგორც ძირითადი კერძი, სარა აღმოჩნდება სახიფათო რომანში მითიურ არსებასთან.
სარას სიუჟეტი მოიცავს სასაუბრო ენას ტაგალოლსა და ტაგლიშს, რათა მაყურებელი ჩაეფლოს ფილიპინების ოჯახის უნიკალურ დინამიკაში. ფილმი იკვლევს ზრდასრულ თემებს, ჩაუღრმავდება რეპრესიის, სიყვარულის, თაობათა ტრავმის, სხეულის საშინელებათა, ასევე სურვილისა და იდენტობის სირთულეებს. საბოლოო ჯამში, ეს პროექტი არის ვნებისა და მადლიერების გამოხატულება ანიმაციური ხელოვნებისადმი და მიზნად ისახავს გააფართოვოს გამოსახული ნარატივების, პერსპექტივების და სიყვარულის სფერო ამ შესანიშნავ მედიაში.
The Lovers არის სადებიუტო ფილმი Studio Heartbreak-ისგან. ჩვენ ვართ ახალგაზრდა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი გუნდი, შეკრებილი მთელი მსოფლიოდან, ჩამოყალიბებული მაშინ, როდესაც ორ სტუდენტს უარი უთხრეს ყოველი ხელოვნების სტაჟირებაზე, სადაც ისინი ერთ ზაფხულს მიმართეს. ჩვენ შევქმენით ეს ისტორია მეგობრობის ძალით (და სისხლის, ოფლის და ცრემლების...) და ახლა, გვინდა მოგიწვიოთ, რომ გახდეთ ამ მოგზაურობის ნაწილი ჩვენთან ერთად!
სარა ბაილონი (ვანილ ველასკესი - Valorant, League of Legends) 🔪 "არ მაინტერესებს, ეს დედაჩემისთვის უნდა გავაკეთო." 24 წლის ასაკში სარა გრძნობს, თითქოს მისი ცხოვრება უკვე დასრულდა. მამის გარდაცვალების შემდეგ სარა იძულებულია მიატოვოს ოცნებები, რომლებსაც საზღვარგარეთ მისდევდა და სახლში დაუბრუნდეს ოჯახის რესტორანს. ახლა დაბრუნებული ლიდაგატში, სადაც თინეიჯერობისას ოდესღაც მაგიდას ელოდა, იგი ასრულებს მთავარი მზარეულის და მალე მემკვიდრეს როლს. მის მხრებზე ეყრდნობა სიმძიმე მწუხარების, ეჭვის, იმედების და პასუხისმგებლობის გრძნობა მისი დაშლილი ოჯახის შესანარჩუნებლად. მას ეგონა, რომ მშვიდობა დაამყარა ყველაფერთან, რაც ცხოვრებაში არ შეიძლებოდა... მაგრამ სარას სამყარო ბოლოჯერ შეირყევა.
სირენა (დოუნ მ. ბენეტი - Fire Emblem, Honkai: Star Rail, My Hero Academia) 🩸 "რა, არ გეგონა, რომ ლაპარაკი შემეძლო?" სირენა არის მზაკვრული, მწვერვალი მტაცებელი, ფსიქოდელიური შხამით, ბასრი ეკლებით და კიდევ უფრო ბასრი გონებით. სახლიდან გაძევების შემდეგ, როცა იგი ხდება ლიდაგატის საინაუგურაციო ვახშმის მთავარი კერძი, სირენას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ საჭრელი დაფიდან ჩამოეშოროს და შეაღწიოს სარას თავში . მიუხედავად იმისა, რომ ის კარგად იცნობს ადამიანების სისასტიკეს, რაღაც იმალება მის თავდაჯერებულობას მიღმა. იქმნება რთული ემოციური ტალღა, რომელიც აიძულებს მას დაუპირისპირდეს მითის ვარაუდებს, კაცობრიობის ბნელ ბუნებას და საკუთარ თანდაყოლილ ინსტინქტებს...